მარინა ენდელაძე - კორონავირუსით ინფიცირებულ ბავშვებში დაავადება ძირითადად მსუბუქად და საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს
მარინა ენდელაძე - კორონავირუსით ინფიცირებულ ბავშვებში დაავადება ძირითადად მსუბუქად და საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ზოგადად ბავშვებში კორონავირუსული ინფექცია ძირითადად მსუბუქი და საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს.

მისივე განმარტებით, ამ დრომდე ბავშვთა ასაკიდან კრიტიკული და მძიმე პაციენტი არ ჰყოლიათ.

„საბედნიეროდ, ბავშვებში ჯერჯერობით კრიტიკული და მძიმე პაციენტი არ გვყოლია. ზოგადად, ბავშვებში ძირითადად მსუბუქად და საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს და ამ ეტაპზეც ასეთი მდგომარეობაა“, – განაცხადა ენდელაძემ.