მარინა ენდელაძე - კლინიკაში ერთი ინფიცირებული დაგვემატა, რომელიც ცნობილი კლასტერიდანაა და შიდა გავრცელების ახალი კერა არ დაფიქსირებულა
მარინა ენდელაძე - კლინიკაში ერთი ინფიცირებული დაგვემატა, რომელიც ცნობილი კლასტერიდანაა და შიდა გავრცელების ახალი კერა არ დაფიქსირებულა

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, მათ კლინიკაში ამჟამად 46 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. როგორც მარინა ენდელაძემ ჟუნრალისტებთან საუბრისას განაცხადა, დღეს კლინიკაში ერთი ახალი პაციენტია, რომლის მდგომარეობაც საშუალო სიმძიმისაა.

„ბოლო მონაცემებით, საქართველოში გახლავთ 416 კოვიდ ინფიცირებული, საიმედო ის არის, რომ 107 უკვე გამოჯანმრთელებულია. რაც შეეხება ჩვენს კლინიკას, კლინიკაში ამჟამად გახლავთ 46 ინფიცირებული, უმეტესობის მდგომარება მსუბუქია, არიან საშუალო და მძიმე პაციენტებიც. ერთი დაგვემატა ახალი. ჯერჯერობით მისი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. ცნობილი კლასტერიდან გახლავთ და შიდა გავრცელების ახალი კერა არ დაფიქსირებულა. დღეს დილით ჩვენ გვქონდა რამდენიმე შესაძლო შემთხვევა  გაგზავნილი და ურყოფითი მივიღეთ, არ დადასტურდა „კოვიდ-19“. დღეისათვის არ ველოდებით არც გამოჯანმრთელებულს. ​გამოჯანმრთელებულთა შორის ბევრი იყო საყურადღებო პაციენტი, მათ შორის მძიმეც. ამჟამად ხუთი ბავშვი გვყავს, მათ შორის, ერთი არის ცხრა თვის, რომლის მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.