მარინა ენდელაძე - დავიცვათ რეგულაციები, დავინდოთ საკუთარი თავი, სახელმწიფო და დაგვინდეთ ექიმებიც, რადგან ძალიან რთულ პირობებში გვიწევს მუშაობა
მარინა ენდელაძე - დავიცვათ რეგულაციები, დავინდოთ საკუთარი თავი, სახელმწიფო და დაგვინდეთ ექიმებიც, რადგან ძალიან რთულ პირობებში გვიწევს მუშაობა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელ მარინა ენდელაძის განცხადებით, ვირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდა რეგულაციების შეუსრულებლობის შედეგია.

ენდელაძე კიდევ ერთხელ მოუწოდებს დედაქალაქისა და მთელი საქართველოს მოსახლეობას, გაუფრთხილდნენ საკუთარ თავს, სახელმწიფოს და ექიმებს.

„თბილისში ახალი შემთხვევების ასეთი ზრდა უკავშირდება ისევ და ისევ რეგულაციების დაუცველობას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საზოგადოებას, თბილისელებს და მთელ საქართველოს, დავინდოთ საკუთარი თავი, დავინდოთ სახელმწიფო და დაგვინდეთ ჩვენც, ექიმები, რადგან ძალიან რთულ პირობებში გვიწევს მუშაობა. საქართველოში უკვე ვირუსის აქტიური გავრცელებაა, აუცილებელია რეგულაციების დაცვა“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

საქართველოში კორონავირუსის 1192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 233, გარდაიცვალა რვა პაციენტი.