მარინა ენდელაძე – ამ დღეებში გამოჯანმრთელებულები კიდევ დაგვემატებიან

19:47, 06.04.2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელ მარინა ენდელაძის განცხადებით, კლინიკის გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი ამ დღეებში გაიზრდება.

„ამ დღეებში იქნებიან გამოჯანმრთელებულებიც. ველოდებით, რომ მათ გავწერთ“, – აღნიშნა ენდელაძემ.

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსისგან სულ 29 პაციენტია განკურნებული, ქვეყნის მასშტაბით კი – 39.

მსგავსი