მარინ ლე პენი აცხადებს, რომ რუსულ გაზსა და ნავთობზე სანქციებს არ ემხრობა, მაგრამ ყველა სხვა სანქციას მხარს უჭერს

15:24, 12.04.2022

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი მარინ ლე პენი რუსულ გაზსა და ნავთობზე სანქციებს არ ემხრობა, მაგრამ ყველა სხვა სანქციას მხარს უჭერს.

ფრანგულ მედიასთან საუბარში მარინ ლე პენმა თქვა, რომ არ სურს, სანქციებმა საფრანგეთის მოსახლეობა დააზარალოს.

ულტრამემარჯვენე ლე პენი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს დაუპირისპირდება.

გამოკითხვის თანახმად, მაკრონსა და ლე პენს შორის საბოლოო ბრძოლა შეიძლება, უკიდურესად დაძაბული იყოს.

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 24 აპრილს არის დაგეგმილი.

მსგავსი