მარინ ლე პენი აცხადებს, რომ ნიკოლა სარკოზის საქმეზე გადაწყვეტილება დიდ საშიშროებას წარმოადგენს საფრანგეთის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპებისა და უდანაშაულობის პრეზუმფციის თვალსაზრისით
Rassemblement National (RN) far right partys presidential candidate Marine Le Pen delivers a speech during a campaign meeting in Saint-Martin-Lacaussade, on March 25, 2022. (Photo by ROMAIN PERROCHEAU / AFP) (Photo by ROMAIN PERROCHEAU/AFP via Getty Images)
საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი მარინ ლე პენი აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება დიდ საშიშროებას წარმოადგენს საფრანგეთის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპებისა და უდანაშაულობის პრეზუმფციის თვალსაზრისით.
„ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის პიროვნების მიღმა ორსაფეხურიანი სასამართლო სისტემის უარყოფა, ზოგიერთი იურისდიქციის მიერ განაჩენის დროებითი აღსრულების გამოყენების გზით, წარმოადგენს დიდ საშიშროებას ჩვენი კანონის ძირითადი პრინციპების და, რაც მთავარია, უდანაშაულობის პრეზუმფციის თვალსაზრისით“, – წერს მარინ ლე პენი.
საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის სასამართლომ ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯა. ის დამნაშავედ ცნეს დანაშაულებრივ შეთქმულებაში ლიბიის ლიდერის საარჩევნო კამპანიის დაფინანსებისთვის მუამარ კადაფისგან მილიონობით ევროს ოდენობის უკანონო დაფინანსების მიღების მცდელობის საქმის ფარგლებში. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარკოზის აქვს მცირე ვადა, ვიდრე პროკურატურა მის დაპატიმრებას მოითხოვს. ეს ერთი თვის ვადაში უნდა მოხდეს. ამგვარად, გასაჩივრების შემთხვევაშიც კი, სარკოზის ციხეში წასვლა მოუწევს. ამასთან, პარიზის სასამართლომ ნიკოლა სარკოზი სხვა ბრალდებებში, მათ შორის კორუფციაში მონაწილეობისა და საფრანგეთში საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსების საქმეებზე, გაამართლა.
Au-delà de la personne de l’ancien Président Nicolas Sarkozy, la négation du double degré de juridiction par la voie de la généralisation de l’exécution provisoire par certaines juridictions représente un grand danger, au regard des grands principes de notre droit, au premier…
— Marine Le Pen (@MLP_officiel) September 25, 2025