მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით მსჯავრდებულები ამანათებს შეუფერხებლად მიიღებენ
მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით მსჯავრდებულები ამანათებს შეუფერხებლად მიიღებენ

ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისთვის მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით ამანათების მიღებას უზრუნველყოფს, – ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

უწყების ინფორმაციით, კანონით დადგენილი წესით, ამანათებს მიიღებს ყველა პენიტენციური დაწესებულება 27 აგვისტოს დილის 10:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე, 28 აგვისტოს დილის 10:00 საათიდან დღის 13:00 საათამდე.

„სპეციალურ პენიტენციური სამსახური ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს“, – აცხადებენ უწყებაში.