მარიამ ქვრივიშვილი - ყველა ის განცხადება, რომელიც ემსახურება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის და „იგლ ჰილსის“ მასშტაბური ინვესტიციის დისკრედიტაციას, არაეროვნული საქმეა
მარიამ ქვრივიშვილი - ყველა ის განცხადება, რომელიც ემსახურება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის და „იგლ ჰილსის“ მასშტაბური ინვესტიციის დისკრედიტაციას, არაეროვნული საქმეა

საქართველოში „იგლ ჰილსის“ პროექტებთან დაკავშირებით ვხედავთ ტყუილებით სავსე მიზანმიმართულ კამპანიას, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. თუმცა ჩვენი საზოგადოება ბრძენია, ის ძალიან კარგად ასხვავებს კეთილ და კარგ საქმეს ცუდი საქმისგან, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ოპოზიციის მხრიდან საინვესტიციო პროექტზე გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ.

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ის ფაქტი, რომ ქვეყანამ შეძლო და ისტორიაში უპრეცედენტოდ მაღალი, 6,5 მლრდ. დოლარის ინვესტიცია მოიზიდა, მხოლოდ სიკეთის მომტანი იქნება ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის.

ამასთან, ეკონომიკისა მინისტრი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ პროექტის განმავლობაში გონიოსა და თბილისში ათასობით ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

„შეიქმნება ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები ქართული ბიზნესისთვის, იქნება ახალი შესაძლებლობები ქართული დეველოპერული და ტურისტული სექტორებისთვის. ყველა ის ფაშისტური განცხადება, რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტისა და მასშტაბური ინვესტიციის დისკრედიტაციას, არაეროვნული საქმეა“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.