მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სომხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მარიამ ქვრივიშვილი შეხვედრებს გამართავს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან, ტიგრან ხაჩატრიანთან, ასევე ეკონომიკის მინისტრთან, გევორგ პაპოიანთან და სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, დავით ხუდატიანთან.

„მხარეები საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომი განვითარების საკითხებს განიხილავენ.

საქართველოს დელეგაციაში იმყოფებიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები – თამარ იოსელიანი და გენადი არველაძე. ერევანში დაგეგმილ შეხვედრებში ასევე მონაწილეობას მიიღებს სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი  გიორგი შარვაშიძე“, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.