მარიამ ქვრივიშვილი – ვიზიარებ თურქი ხალხის მწუხარებას, ჩემი და მთელი სამინისტროს სახელით ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, თურქეთის მთავრობას და თითოეულ მოქალაქეს

12:00, 12.11.2025

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი თურქული სამხედრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო თურქეთის მთავრობას და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

„შეძრწუნებული ვარ მომხდარი ტრაგედიის გამო – ვიზიარებ თურქი ხალხის მწუხარებას და პირადად ჩემი და მთელი სამინისტროს სახელით ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, თურქეთის მთავრობას და თითოეულ მოქალაქეს. დაიღუპა 20 ადამიანი – ეს უდიდესი დანაკარგია მთელი თურქეთისთვის, ამ მძიმე დღეებში ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს მხარდასაჭერად“, – აღნიშნულია მარიამ ქვრივიშვილის სამძიმრის ტექსტში.

ცნობისთვის, 11 ნოემბერს სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. თვითმფრინავი აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა რეისს.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ჩამოვარდნილი თურქული თვითმფრინავის ბორტზე 20 სამხედრო იმყოფებოდა.

მსგავსი