მარიამ ქვრივიშვილი - ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტულ ჯგუფებად ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა განსაზღვრა ტურიზმის ინდუსტრიის სწრაფ და უსაფრთხო აღდგენას შეუწყობს ხელს
მარიამ ქვრივიშვილი - ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტულ ჯგუფებად ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა განსაზღვრა ტურიზმის ინდუსტრიის სწრაფ და უსაფრთხო აღდგენას შეუწყობს ხელს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი, მარიამ ქვრივიშვილი მიესალმება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას, რომ ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტულ ჯგუფებად განისაზღვრებიან ტურიზმის და ზოგადად, მასპინძლობის სექტორში დასაქმებული პირები.

ქვრივიშვილი აცხადებს, რომ ეს ხელს შეუწყობს ტურიზმის ინდუსტრიის სწრაფ და უსაფრთხო აღდგენას, ასევე უზრუნველყოფს ამ დარგში დასაქმებულთა ჯანმრთელობას.

„მისასალმებელია საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება, რომ ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტულ ჯგუფებად ტურიზმის სექტორში დასაქმებული პირები განისაზღვრა. ეს პირველ რიგში, ხელს შეუწყობს ტურიზმის ინდუსტრიის სწრაფ და უსაფრთხო აღდგენას, უზრუნველყოფს ამ დარგში დასაქმებულთა ჯანმრთელობას. იმედია, შემდეგი გადაწყვეტილებები – სახმელეთო საზღვრების გახსნა (საჰაეროს პრინციპით), ვაქცინირებული პირების შეზღუდვებისგან გათავისუფლება და კომენდანტის საათის თუნდაც რამდენიმე საათით გახანგრძლივება იქნება. ამ გადაწყვეტილებების დადებით ზეგავლენას ჩვენს ეკონომიკაზე ძალიან მალე ვიხილავთ“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.