მარიამ ქვრივიშვილი – შუა დერეფნის წარმატება დამოკიდებულია კოორდინირებულ ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებზე, სინქრონიზებულ ოპერაციებსა და გამარტივებულ სასაზღვრო პროცედურებზე
შუა დერეფნის წარმატება დამოკიდებულია კოორდინირებულ ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებზე, სინქრონიზებულ ოპერაციებსა და გამარტივებულ სასაზღვრო პროცედურებზე მონაწილე ქვეყნებში, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ანტალიაში, გაერო-ს კლიმატის ცვლილების ჩარჩოკონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში, მწვანე სატვირთო დერეფნების გლობალური ინიციატივის (GGFCI) შესახებ გამართულ მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს რეგიონულ პარტნიორებთან ამ მიზნების მისაღწევად.
„მწვანე ტრანზიცია ასევე მოითხოვს ინვესტიციებსა და კლიმატური საკითხების დაფინანსებას. შესაბამისად, მივესალმებით საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, განვითარების პარტნიორებთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.