მარიამ ქვრივიშვილი - შიდა ტურიზმთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები გვაქვს, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს მოვუწოდებთ, რომ იმოგზაურონ საქართველოში
მარიამ ქვრივიშვილი - შიდა ტურიზმთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები გვაქვს, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს მოვუწოდებთ, რომ იმოგზაურონ საქართველოში

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, შიდა ტურიზმთან დაკავშირებით მოლოდინები ძალიან პოზიტიურია.

„დღეს ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, რადგან შიდა ტურიზმი იხსნება. ჩვენ გვაქვს საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები, ვხედავთ, რომ  ჩვენი კერძო სექტორის განწყობა  ძალიან პოზიტიურია. ჩვენი ქვეყნის ძალიან ბევრ მოქალაქეს ამ ეტაპისთვის, ვფიქრობ, რომ აქვს სურვილი, აღმოაჩინონ ის, რაც ჩვენია, ანუ იმოგზაურონ საქართველოში.

ჩვენი კერძო სექტორი ემზადება საქართველოს მოქალაქეების მასპინძლობისთვის. რეგულაციები, რაც „კოვიდ-19“-ის ფარგლებში მოუწიათ, დანერგილია და პარალელურად მიმდინარეობს ეს პროცესი.

განთავსების ობიექტებს პარალელურად მოუწევთ, რომ გაიარონ ინსპექტირება, ხოლო ინსპეტირების წარატებით ჩატარების შენთხვევაში, მათ მიენიჭებათ უფლება, უმასპინძლონ როგორც შიდა, ისე საერთაშორისო მოგზაურს“,- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა, რომელმაც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდა, წელს საქართველოში იმოგზაურონ.

საქართველოში შიდა ტურიზმი დღეიდან იხსნება.