მარიამ ქვრივიშვილი - საქართველოში საელჩოს გახსნაზე ინდოეთის გადაწყვეტილება მეტად გაამყარებს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს და დააჩქარებს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების პროცესს
მარიამ ქვრივიშვილი - საქართველოში საელჩოს გახსნაზე ინდოეთის გადაწყვეტილება მეტად გაამყარებს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს და დააჩქარებს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების პროცესს

მმართველი გუნდის წევრის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ინდოეთის რესპუბლიკის გადაწყვეტილება საქართველოში საელჩოს გახსნის შესახებ, მისასალმებელია.

ქვრივიშვილის თქმით, ეს მეტად გაამყარებს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს და დააჩქარებს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების პროცესს.

„ეს ასევე ძალიან პოზიტიური მესიჯია კერძო სექტორისთვის, რადგან ინდოეთი წარმოადგენს სტრატეგიულ სამიზნე ბაზარს ჩვენი ქვეყნისთვის. განსაკუთრებით გამოსაყოფია ტურისტული და საავიაციო პოტენციალი. ჩვენ სწრაფად უნდა შევძლოთ და დავაინტერესოთ ადგილობრივი ავიაკომპანიები ინდოეთიდან პირდაპირი რეისების ოპერირებით და ვუზრუნველყოთ მხარჯველუნარიანი ტურისტების შემოყვანა ინდოეთიდან. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ჯგუფური და საქმიანი ტურიზმის პოტენციალი.

ამ პროცესშივე, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კერძო სექტორს მივცეთ საშუალება, სწრაფად ადაპტირდეს ინდოეთის ბაზართან და აქტიურად დაიწყონ ეკონომიკური საქმიანობები, რაც პანდემიის პირობებში, მნიშვნელოვნდ შეუწყობს ხელს ეკონომიკის გაძლიერებას და სამუშაო ადგილების შექმნას“, – აღნიშნავს მარიამ ქვრივიშვილი.