მარიამ ქვრივიშვილი - საქართველომ საერთაშორისო არეალზე მოიპოვა კიდევ ერთი უდიდესი აღიარება, როგორც ქვეყანამ, რომელიც პანდემიისას უპრეცედენტოდ მაღალი რანგის ღონისძიებას მასპინძლობს
მარიამ ქვრივიშვილი - საქართველომ საერთაშორისო არეალზე მოიპოვა კიდევ ერთი უდიდესი აღიარება, როგორც ქვეყანამ, რომელიც პანდემიისას უპრეცედენტოდ მაღალი რანგის ღონისძიებას მასპინძლობს

გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის გახსნის შემდეგ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„დღეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია დღეა, ქვეყნისთვის, რომელიც ტრადიციულად ტურისტულად ძალიან აქტიურია.საქართველომ საერთაშორისო არეალზე კიდევ ერთი უდიდესი აღიარება მოიპოვა, როგორც ქვეყანამ, რომელიც მსოფლიოში პირველ, უპრეცედენტოდ მაღალი რანგის ღონისძიებას პანდემიის დროს მასპინძლობს. ეს არის მნიშვნელოვანი აღიარება ჩვენი ქვეყნისთვის, იმ სწორად გადადგმული ნაბიჯების და წარმატებული ბრძოლის შედეგია, რომელიც საქართველოს მთავრობამ პანდემიის დროს გასწია“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განმარტებით, მასშტაბური ღონისძიება ხელს შეუწყობს მთელ მსოფლიოში საქართველოს როგორც უსაფრთხო ქვეყნის იმიჯის გამყარებას.

„ღონისძიების მსვლელობისას დღეს გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნისგან, დელეგატებისგან მოვისმინეთ არაერთი პოზიტიური შეფასება საქართველოს მიმართ, როგორც პრეცედენტული მოვლენა, რომ ჩვენ ვმასპინძლობთ ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას. გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე დასასწრებად 24 ქვეყნიდან 170-მდე დელეგატი ჩამოვიდა. გუშინ საშუალება მოგვეცა, მათთვის საქართველოს ტურისტული პოტენციალი გაგვეცნო. მნიშვნელოვანი მიღწევაა ამ ღონისძიების საქართველოში ჩატარება, რაც ჩვენი ქვეყნის ტურისტულ ინდუსტრიას დაეხმარება მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი პერსპექტივით, ცალსახად გაამყარებს იმ ძალიან ძლიერ მესიჯს, რაც გულისხმობს, რომ საქართველო არის პირველი ქვეყანა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომელმაც უმასპინძლა ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას ყველა პროტოკოლისა და უსაფრთხოების დაცვით“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

დატოვე კომენტარი