მარიამ ქვრივიშვილი სამეგრელოში ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა 
მარიამ ქვრივიშვილი სამეგრელოში ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი სამეგრელოში არსებული ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და ანაკლიაში სასტუმრო „პრატაპს სიგნიჩას“ ოფიციალურად გაიხსნას დაესწრო.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სამეგრელოში კერძო სექტორის და სასტუმროების წარმომადგენლებს სამომავლო გეგმები გააცნო.

შეხვედრასა და სასტუმროს გახსნის ცერემონიალს ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ნინო ვიბლიანი, მალხაზ თორია, ადმინისტრაციის უფროსი ლევან წულაია და ტურიზმის სფეროში კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

„სამეგრელოს რეგიონი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გასაღრმავებლად. მოხარულები ვართ, რომ კიდევ უფრო მეტი სასტუმრო იხსნება რეგიონში. დღეს ჩვენ ვართ ანაკლიაში, სადაც ულამაზესი სასტუმრო გაიხსნა, ვესაუბრეთ ინვესტორებს, რომელთაც წინ დიდი გეგმები აქვთ“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

სასტუმროს გაფართოების. და ბუნებრივია რომ ჩვენ გვაქ საერთო გეგმა რომ ეს მიმართულება ანაკლია, როგოც ზოგადად მთელი სამეგრელო ვაქციოთ ოთხი სეზონის მიმართულებად, რაც ბუნებრივია განაპირობებს იმას რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი იქნება ადგილობრივი ჩვენს სექტორში ჩართული და განაპირობებს იმას რომ დასაქმდებიან და კიედვ უფრო მეტი ეკონომიური სარგებელი და ზეგავლენა ექნება ტურიზმის სექტორის განვითარებას სამეგრელოს რეგიონში“,- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.