მარიამ ქვრივიშვილი - რუსეთის გადაწყვეტილება არავითარ ზეგავლენას არ იქონიებს მკაფიო არჩევანზე, ვიყოთ ევროპული ოჯახის წევრი, რამეთუ საქართველო არ მიიღებს სანქცირებულ ავიაკომპანიებსა და ხომალდებს
მარიამ ქვრივიშვილი - რუსეთის გადაწყვეტილება არავითარ ზეგავლენას არ იქონიებს მკაფიო არჩევანზე, ვიყოთ ევროპული ოჯახის წევრი, რამეთუ საქართველო არ მიიღებს სანქცირებულ ავიაკომპანიებსა და ხომალდებს

დარწმუნებული ვართ, რუსეთის გადაწყვეტილება ფრენების აღდგენასა და უვიზო მიმოსვლის საკითხზე არავითარ ზეგავლენას არ იქონიებს ჩვენს მკაფიო არჩევანზე, ვიყოთ ევროპული ოჯახის წევრი, რამეთუ საქართველო არ მიიღებს სანქცირებულ ავიაკომპანიებს და სანქცირებულ ხომალდებს საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, საქართველო რჩება ერთგული იმ გადაწყვეტილების, რაც გულისხმობს, რომ საქართველო ნაწილია იმ საერთაშორისო შეთანხმებების.

„ფინანსურ სანქციებზე როდესაც ვსაუბრობთ, იცით, რომ დღევანდელ დღემდე არ ფიქსირდება არცერთი მაგალითი, სადაც საქართველო არ იყო ერთგული ამ გადაწყვეტილების და აქედან გამომდინარე, ჩვენ რა თქმა უნდა, ვრჩებით ერთგული ამ გადაწყვეტილების და დარწმუნებული ვართ, რომ ეს გადაწყვეტილება არავითარ ზეგავლენას არ იქონიებს ჩვენს მკაფიო არჩევანზე, რომ ვიყოთ ევროპული ოჯახის წევრი, რამეთუ საქართველო არ მიიღებს სანქცირებულ ავიაკომპანიებს და სანქცირებულ ხომალდებს საქართველოში.

ჩვენი ქვეყნის არჩევანი არის ევროპული გზა და ყველა მიმართულებით, იქნება ეს ეკონომიკური მიმართულება თუ სხვა მიმართულებები, გვაქვს ძალიან მკაფიო პოზიცია, საერთაშორისო არეალზე, მათ შორის პოლიტიკური თვალსაზრისით, სადაც ჩვენ კიდევ ერთხელ ევროპული გზის ერთგულნი ვრჩებით. შესაბამისად, ვაკეთებთ ყველაფერს, რათა საქართველომ მიიღოს დამსახურებული კანდიდატის სტატუსი.

უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი არის ის, რომ საქართველოს რჩება ერთგული იმ გადაწყვეტილების, რაც გულისხმობს სანქცირებული კომპანიებისა და ხომალდების არდაშვებას საქართველოში. შესაბამისად, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ, ჩვენ გამოვდივართ უმთავრესი ღირებულებიდან, რაც გულისხმობს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე ზრუნვას, ჩვენი გზა ევროპისკენ არის ურყევი და უცვლელი. შესაბამისად, ყველა ის გადაწყვეტილება, რასაც საქართველოს მთავრობა იღებს, სრულად ემსახურება ამ მთავარ ღირებულებას“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.