მარიამ ქვრივიშვილი - ქვეყნის ცნობადობის გაზრდაზე სახსრებს ისეთი ბაზრებისკენ მივმართავთ, რომელიც ჯერ კიდევ აუთვისებელია 
მარიამ ქვრივიშვილი - ქვეყნის ცნობადობის გაზრდაზე სახსრებს ისეთი ბაზრებისკენ მივმართავთ, რომელიც ჯერ კიდევ აუთვისებელია 

2019 წელს რუსულ ბაზარზე საქართველოს ტურისტული პოტენციალს ცნობადობის ასამაღლებლად არც ერთი თეთრი არ დახარჯულა, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

მარიამ ქვრივიშვილის განმარტებით, რუსულ ბაზარზე მარკეტინგული ღონისძიებების შეჩერების გადაწყვეტილება არ უკავშირდება 20 ივნისის შემდგომ განვითარებულ მოვლენებსა და რუსეთის მხრიდან სანქციებს.

ქვრივიშვილის თქმით, გადაწყვეტილება ამის შესახებ ადმინისტრაციამ 2019 წლის დასაწყისში მიიღო.

როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინიტრაციის ხელმძღვანელი განმარტავს, ამის მიზეზი რუსეთიდან ტურისტები დიდი ნაკადია, რომლის წილმაც საქართველოში ტურისტების 25% შეადგინა.

მარიამ ქვერივიშვილის განმარტებით, რუსეთი საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე მარკეტინგული კამპანიების გაგრძელების საჭიროება აღარ იყო. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2019 წლიდან მარკეტინგულ კამპანიებს ისეთ ქვეყნებში იწყებს, რომლის ბაზარიც ჯერ კიდევ ასათვისებელია.

„2019 წელს რუსეთში მარკეტინგული კუთხით არც ერთი თეთრი არ დაგვიხარჯავს. გავაკეთეთ შეჯამება და ვნახეთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში რუსეთიდან მილიონობით მოქალაქე იყო ჩამოსული, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნის პოზიციონირება სწორად გაკეთდა და რუს ტურისტებს აქვთ იმის შესახებ ინფორმაცია, რომ საქართველო არის თავისუფალი, დემოკრატიული და ტურისტებისთვის უსაფრთხო ქვეყანა. კერძო სექტორი თავიდანვე აქტიურად იყო ჩართული ამ მიმართულებით და ჩავთვალეთ, რომ ისინი ჩვენს გარეშეც გააგრძელებდნენ ბაზრის განვითარებას ამ მიმართულებით. რა შეეხება სახსრებს და ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ ცნობადობის გაზრდას, წლის დასაწყისში გადავწყვიტეთ, რომ სახსრები ისეთი ბაზრისკენ მიგვემართა, რომელიც ჯერ კიდევ ასათვისებელია. ესენია ევროკავშირის ქვეყნები, ისრაელი, აშშ, სპარსეთის ყურის ქვეყნები, ჩინეთი“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.