მარიამ ქვრივიშვილი - ნაცვალგების პრინციპით გახსნილი ქვეყნებიდან შესრულებული რეისებით, 22 ივლისი - 15 აგვისტოს პერიოდში საქართველოში 1 236 ადამიანი შემოვიდა
მარიამ ქვრივიშვილი - ნაცვალგების პრინციპით გახსნილი ქვეყნებიდან შესრულებული რეისებით, 22 ივლისი - 15 აგვისტოს პერიოდში საქართველოში 1 236 ადამიანი შემოვიდა

ნაცვალგების პრინციპით გახსნილი ქვეყნებიდან შესრულებული რეისებით, 22 ივლისი – 15 აგვისტოს პერიოდში საქართველოში 1 236 ადამიანი შემოვიდა, –  ამის შესახებ ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს რიცხვი ჯამური მგზავრთნაკადის 56 პროცენტს შეადგენს.

„22 ივლისი – 15 აგვისტოს პერიოდის მონაცემებით, ნაცვალგების პრინციპით გახსნილი ქვეყნებიდან 14-მა რეისმა დააგენერირა 2 200-ზე მეტი მგზავრი, საიდანაც ქვეყანაში შემოსულია 1 236 ადამიანი, რაც უტოლდება ჯამური მგზავრთნაკადის 56 პროცენტს. ეს საკმაოდ პოზიტიური რიცხვია. ბუნებვრივია, დღეს ყველა ვიაზრებთ, რომ ეს მინიმალური მაჩვენებელია იმასთან შედარებით, რაც შეიძლებოდა ჩვენ გვქონოდა, რომ არა პანდემია, თუმცა ძალიან კარგი ტენდენციაა, რადგან შეინიშნება უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში ტურისტული მიზნებისთვის შემოსვლის ზრდის ტენდენცია“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ქვრივიშვილის განცხადებით, ამ დრომდე აეროპორტში ჩატარებული ყველა ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია

„აეროპორტში მიმდინარეობს შერჩევითი პრინციპით მგზავრთნაკადის ტესტირება. სახელმწიფოს მიერ ადგილზე მოწყობილია შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რათა ტესტირების რეჟიმი იყოს კომფროტული და სწრაფი ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩვენს ქვეყანაში შემოდის. მოხარული ვართ, გაგაცნოთ, რომ აღნიშნული ტესტირებების საფუძველზე აღებული ყველა ნიმუში არის კოვიდნეგატიური“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.