მარიამ ქვრივიშვილი - მიმდინარე წლის იანვარში ტურიზმიდან შემოსავლებმა 20-პროცენტამდე მოიმატა
მარიამ ქვრივიშვილი - მიმდინარე წლის იანვარში ტურიზმიდან შემოსავლებმა 20-პროცენტამდე მოიმატა

მიმდინარე წელს ტურიზმის ინდუსტრიაში სასიხარულო ტენდენცია გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

ჟურნალისტები მსოფლიოში გავრცელებული კორონავირუსის ფონზე საქართველოში ტურისტების ნაკადით დაინტერესდნენ.

„ამ ეტაპზე ჩვენ სასიხარულო ტენდენცია გვაქვს ტურიზმის ინდუსტრიაში. 2020 წლის იანვარი დაიწყო შთამბეჭდავი ზრდის ტემპებით, რომელიც უდრის 19-20 პროცენტს, უშუალოდ მოგზაურების, ისევე, როგორც ტურისტების მონაცემებით. ჩვენ, ასევე, საკმაოდ დიდი ზრდა გვაქვს უშუალოდ ტურისტების დანახარჯების კუთხით და სულ რაღაც იანვრის თვეში, ჩვენი შემოსავლები ტურიზმიდან ეკონომიკაში გაიზარდა 20 პროცენტამდე. ამ ეტაპისთვის ჩვენ არაფერი გვაქვს საგანგაშო, პირიქით, როგორც ციფრები იუწყება, აღნიშნული წელი უკვე ძალიან წარმატებულად დაიწყო ჩვენმა ქვეყანამ“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.