მარიამ ქვრივიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ თებერვლიდან ზამთრის კურორტები გაიხსნება როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ტურიზმისთვის
მარიამ ქვრივიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ თებერვლიდან ზამთრის კურორტები გაიხსნება როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ტურიზმისთვის

მარიამ ქვრივიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ თებერვლიდან ზამთრის კურორტები გაიხსნება როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე საერთაშორისო ტურისტებისთვის.

„თითოეული ჩვენგანი ზამთრის სეზონს ველოდებოდით. ის დინამიკა, რომელიც გვქონდა პირველი ტალღის განმავლობაში, გვაფიქრებინებდა, რომ შესაძლებლობა გვექნებოდა, ზამთრის კურორტებზე გვემასპინძლა შიდა და საერთაშორისო მიმართულებით ტურისტებისთვის. თუმცა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, გვიწევს მაქსიმალურად დავუჯეროთ ჩვენს ეპიდემიოლოგებს და ჯანდაცვის ექსპერტებს. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ორი თვის განმავლობაში საბაგიროებისა და უშუალოდ კურორტების ოპერირება არ მოხდეს, რაც ბუნებრივია. ძალიან რთულია. კარგად გვესმის, რომ ძალიან რთულია ამ კურორტებზე არსებული სასტუმროებისთვის, განთავსების იბიექტებისა, თუ სარესტორნო ბიზნესებისთვის. თუმცა ჩვენ გვაქვს პოზიტიური მოლოდინები, რადგან იანვრის ბოლომდე გრძელდება ეს შეზღუდვები და იმედი გვაქვს, რომ წლის დასაწყისიდან, ფაქტობრივად თებერვლიდან ჩვენი კურორტები კვლავ მზად იქნება. იმედი გვაქვს,  ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ყველაფერი ის, რასაც ჩვენს საზოგადოებასთან ერთად გავაკეთებთ, იმის საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენს ზამთრის კურორტებზე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ასევე საერთაშორისო მოგზაურებს კიდევ უფრო ეფექტურად ვუმასპინძლოთ“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, მარიამ ქვრივიშვილმა.