მარიამ ქვრივიშვილი გაერო-სთან აკრედიტებულ მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა
მარიამ ქვრივიშვილი გაერო-სთან აკრედიტებულ მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი გაერო-სთან აკრედიტებულ მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მინისტრმა გაერო-ს ელჩებს საქართველოს ეკონომიკური ტენდენციების, მიმდინარე და სამომავლო რეფორმების, აგრეთვე მასშტაბური სატრანსპორტო-ლოგისტიკური პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, აგრეთვე ტურიზმის სფეროში.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა გაერო-სთან ბოლო სამი ათწლეულის ნაყოფიერ თანამშრომლობას, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს, როგორც საიმედო საერთაშორისო ეკონომიკური პარტნიორის სტატუსს და ქვეყნის ინსტიტუციურ სტაბილურობას.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ და საქართველოს ელჩმა გაერო-ში, დავით ბაქრაძემ.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.