მარიამ ქვრივიშვილი - ძალიან მალე სრულიად რეგიონი, აზერბაიჯანი, თურქეთი და საქართველო ვიზეიმებთ ბაქო-თბილისი-ყარსის ისტორიული პროექტის გახსნას
მარიამ ქვრივიშვილი - ძალიან მალე სრულიად რეგიონი, აზერბაიჯანი, თურქეთი და საქართველო ვიზეიმებთ ბაქო-თბილისი-ყარსის ისტორიული პროექტის გახსნას

ძალიან მალე აზერბაიჯანი, თურქეთი და საქართველო ბაქო-თბილისი-ყარსის ისტორიული პროექტის გახსნას ვიზეიმებთ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი უმნიშვნელოვანესი როლი ექნება როგორც საქართველოსთვის, ასევე რეგიონისთვის.

„ვფიქრობთ, ძალიან მალე სრულიად რეგიონი, აზერბაიჯანი, თურქეთი და საქართველო ვიზეიმებთ ბაქო-თბილისი-ყარსის ისტორიული პროექტის გახსნას, რომელსაც უმნიშვნელოვანესი როლი ექნება ჩვენი ქვეყნისთვის, ისევე როგორც რეგიონისთვის. ძალიან მალე გვექნება აღნიშნული პროექტის საზეიმო გახსნა“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.