მარიამ ქვრივიშვილი - Conde Nast Traveler-ზე გამოქვეყნებულ სტატიას მილიონობით ადამიანი წაიკითხავს და საქართველოში მოგზაურობის სურვილი ბევრს გაუჩნდება
მარიამ ქვრივიშვილი - Conde Nast Traveler-ზე გამოქვეყნებულ სტატიას მილიონობით ადამიანი წაიკითხავს და საქართველოში მოგზაურობის სურვილი ბევრს გაუჩნდება

Conde Nast Traveler-ზე გამოქვეყნებულ სტატიას მილიონობით ადამიანი წაიკითხავს და საქართველოში მოგზაურობის სურვილი ბევრ მათგანს გაუჩნდება, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აგრძელებს აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს. Conde Nast Traveler-ი მსოფლიო დონის უმაღლესი პლატფორმაა სამოგზაურო მიმართულებით. ამ შემთხვევაში ჩვენ ძირითადი აქცენტი ბრიტანეთის ბაზარზე გავაკეთეთ, პლატფორმასთან ერთად ბევრი ვიმუშავეთ სწორი მესიჯების გამოსატანად – იმ ათი ლოკაციის და ათი მიზეზის იდენტიფიცირების შესახებ, თუ რატომ უნდა იმოგზაურონ ადამიანებმა საქართველოში. ბუნებრივია, ჩვენი ძირითადი მესიჯები ეხება იმას, რომ საქართველო არის ღვინის სამშობლო, ამასთანავე გამორჩეული ქვეყანა თავისი სტუმარმასპინძლობით და რომ საქართველო არის, იყო და იქნება უსაფრთხო ტურისტული მიმართულება.

აღნიშნული სტატია გამოცემიდან რამდენიმე საათში უკვე ნახა ათიათასობით ადამიანმა, პლატფორმიდან გამომდინარე ჩვენ დიდი მოლოდინი გვაქვს რომ მომდევნო პერიოდის განმავლობაში მილიონობით ადამიანი წაიკითხავს Conde Nast Traveler -ის სტატიას და გაუჩნდება სურვილი, რომ იმოგზაურონ საქართველოში“ – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კამპანიის ფარგლებში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამოგზაურო ჟურნალი Conde Nast Traveler სტატიას აქვეყნებს და მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით Conde Nast Traveler-ის ჟურნალისტმა საქართველოში იმოგზაურა და ქვეყნის ტურისტულ მიმართულებებს გაეცნო.

სტატიაში აღწერილია საქართველოს მთიანი რეგიონები, შავი ზღვისპირა კურორტები და ძველი თბილისის უბნები. სტატიის ავტორი თბილისის ღამის ცხოვრებას ბერლინს ადარებს.