მარიამ ქვრივიშვილი CNN-ის, BBC-ისა და სხვადასხვა ონლაინ პლატფორმის წარმომადგენლებს შეხვდა
მარიამ ქვრივიშვილი CNN-ის, BBC-ისა და სხვადასხვა ონლაინ პლატფორმის წარმომადგენლებს შეხვდა

Expedia-ს საქართველოს ტურისტული ცნობადობის ამაღლების მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მსოფლიოში წამყვან მედიასაშუალებებთან და ონლაინ ტურისტულ პლატმორმებთან თანამშრომლობას იწყებს, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, ბერლინში გამართული საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ფარგლებში ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი CNN-ის, BBC-ის, National Geographic-ის, Expedia-ს და სხვა გავლენიანი მედიასაშულებებისა და ონლაინ პლატფორმების წარმომადგენლებს შეხვდა.

საუბარი შეეხო, რა ფორმით მოხდება სტრატეგიულ ტურისტულ ბაზრებზე საქართველოს პოპულარიზაცია.