მარიამ ქვრივიშვილი - ჩვენი გუნდის მთავარი მიზანია, ყველა ის ინსტრუმენტი გამოვიყენოთ, რომელიც ქვეყანას ვირუსის გავრცელების ტემპის შემცირებაში დაეხმარება
მარიამ ქვრივიშვილი - ჩვენი გუნდის მთავარი მიზანია, ყველა ის ინსტრუმენტი გამოვიყენოთ, რომელიც ქვეყანას ვირუსის გავრცელების ტემპის შემცირებაში დაეხმარება

ჩვენი გუნდის მთავარი მიზანია, ყველა ის ინსტრუმენტი გამოვიყენოთ, რომელიც ქვეყანას ვირუსის გავრცელების ტემპის შემცირებაში დაეხმარება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო როგორც ეკონომიკურად, ასევე ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვან ფაზაში იმყოფება.

„ჩვენი მთავარი ამოცანა ასევე არის, გვერდში დავუდგეთ და ყველა ის მეწარმე, ინდუსტრია თუ დასაქმებული პირი გავაძლიეროთ, რომელზეც კოვიდპანდემია ნეგატიურად აისახა. ჩვენ ბიზნესის მდგომარეობა ძალიან კარგად გვესმის. გვესმის, რა რთულ მდგომარეობაში არიან მეწარმეები, დასაქმებულები და ეკონომიკური საქმიანობის ფაქტობრივად ყველა ის წარმომადგენელი, რომლებსაც პანდემიის დროს ბიზნესის დაგეგმარება უჭირთ, ისევე როგორც ოპერირება. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილების შენარჩუნებაა“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.

მისი თქმით, მმართველმა გუნდმა ძალიან ეფექტური და მიზნობრივი დახმარების პაკეტი წარმოადგინა, „რომელიც ბიზნესის ხმას ძალიან კარგად ასახავს“.

„ეს დახმარების პაკეტი შემუშავებულია ექსპერტებთან და კერძო სექტორთან კონსულტაციის შედეგად. დახმარების პაკეტის მთავარი დანიშნულება არის ის, რომ ჩვენ ერთობლივი ძალებით ქვეყანაში შევინარჩუნოთ კიდევ უფრო მეტი დასაქმების ადგილი, კერძო სექტორი გავაძლიეროთ და იმ ადამიანებს, რომლებსაც დღეს ძალიან სჭირდებათ მმართველი გუნდის მხარდაჭერა გვერდში დავუდგეთ.

დახმარების პაკეტის ჯამური ღირებულება 1,1 მილიარდ ლარს შეადგენს, საიდანაც 515 მილიონი ლარი კონკრეტულად მობილიზებულია ბიზნეს სექტორის გაძლიერებაზე. მინდა, ხაზი გავუსვა ტურიზმის სექტორის მხარდაჭერას. ვიყენებ შესაძლებლობას და მადლობას ვუხდი თითოეული ბიზნესის და ტურიზმში ჩართულ ბიზნესუბიექტს, რომლებმაც ძალიან აქტიური მონაწილეობა მიიღო არაერთ შეხვედრაში, რის ფარგლებშიც ის მიზნობრივი დახმარებები განისაზღვრა, რომელებიც ტურიზმის სექტორს მეორე ფაზაში გაეწევა. მათთვის მნიშვნელოვანი იყო ქონების გადასახადზე მხარდაჭერა. შესაბამისად, დახმარების პაკეტში მოცემულია, რომ 2021 წელს ტურიზმი სრულად გათავისუფლდა ქონების გადასახადისგან. ასევე, ტურიზმის სექტორს კონკრეტული ვალდებულებები ჰქონდა საშემოსავლო კუთხით და ესეც მათთვის უკვე ჩამოწერილია“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.

მისი თქმით, საშემოსავლო გადასახადებში შეღავათები გაგრძელდება მომდევნო წლის განმავლობაში.

„ახალი შეზღუდვებიდან გამომდინარე, რთული მდგომარეობა სარესტორნო ბიზნეს მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ ე.წ „დელივერის“ სერვისი მაინც იქნება ხელმისაწვდომი. ბიზნესის ამ მიმართულების გასაძლიერებად მმართველმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გამოიყენოს ის ეფექტური ინსტრუმენტი, რომელმაც უკვე განაპირობა და დაგვანახა, რომ არის წარმატებული, რესტორნების ბიზნესს მისცემს წვდომას სესხის პროცენტის სუბსიდირებაზე“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.

დატოვე კომენტარი