მარიამ ქვრივიშვილი ბლოკჩეინ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მსოფლიოს უდიდესი პლატფორმის, Tether-ის თავმჯდომარესა და მთავარ აქციონერს ჯანკარლო დევაზინის შეხვდა

18:36, 27.10.2026

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ბლოკჩეინ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მსოფლიოს უდიდესი პლატფორმის, Tether-ის თავმჯდომარესა და მთავარ აქციონერს, ჯანკარლო დევაზინისა და Tether-ის დელეგაციის წევრებს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს საქართველოში და რეგიონში ფინტექის სექტორის განვითარებაზე, საინვესტიციო გარემოსა და Tether-ის მიერ საქართველოში განხორციელებულ, მიმდინარე და სამომავლო საინვესტიციო პროექტებზე.

„ხაზი გაესვა იმ მნიშვნელოვან ძალისხმევას, რომელსაც საქართველოს მთავრობა ქვეყანაში ტექნოლოგიური და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებისკენ მიმართავს. ყურადღება გამახვილდა საფინანსო სექტორის მოდერნიზაციასა და ფინტექ ინოვაციების განვითარებაზე, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს რეგიონულ ტექნოლოგიურ და ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბებას.

შეხვედრას პარალამენტის წევრი ვახტანგ თურნავა ესწრებოდა“, – ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციაში.

მსგავსი