მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის მსხვილი ბიზნესჯგუფის, PASHA Real Estate Group-ის კომერციული და საერთაშორისო პროექტების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

19:05, 16.09.2026

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის მსხვილი ბიზნესჯგუფის, PASHA Real Estate Group-ის კომერციულo და საერთაშორისო პროექტების აღმასრულებელ დირექტორს, ელჩინ გადიმოვს შეხვდა.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში PASHA Real Estate Group-ის მიმდინარე საინვესტიციო პროექტები და მათი განვითარების გეგმები.

„აქცენტი გაკეთდა მიმდინარე პროექტების განხორციელების ეტაპებზე, ასევე საქართველოში კომპანიის საქმიანობის გაფართოებისა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, სსიპ ინვესტიციების სააგენტოს თავმჯდომარე მიხეილ ხიდურელი, ასევე PASHA Real Estate Group-ის წარმომადგენლები და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი .

PASHA Real Estate Group აზერბაიჯანში დაფუძნებული ერთ-ერთი მსხვილი დივერსიფიცირებული ბიზნესჯგუფია, რომელიც საბანკო და სადაზღვევო სექტორებთან ერთად, უძრავი ქონების, მშენებლობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტურიზმის სფეროებში საქმიანობს“, – აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.

მსგავსი