მარიამ ქვრივიშვილი „ევრონიუსის“ ეგიდით გამართულ მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა
ბერლინის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა „ევრონიუსის“ ეგიდით გამართულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. ფორუმს ევროპის, აზიისა და აფრიკის სახელმწიფოების მინისტრები, ასევე ტურიზმისა და ავიაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ფორუმის მონაწილეებს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა,
მარიამ ქვრივიშვილმა სიტყვით მიმართა და ეკოტურიზმის, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების, ავიარეისების რაოდენობის გაზრდის შესახებ ისაუბრა.
ფორუმის დასრულების შემდეგ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა „ევრონიუსის“ შეკითხვებს უპასუხა.
„ევრონიუსის“ ეგიდით დღეს გაიმართა შეხვედრები მინისტერიალის ფარგლებში, სადაც როგორც საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნების ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს საშუალება მოგვეცა ერთმანეთთან გაგვეცვალა ინფორმაცია თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული განვითარება, დამატებითი ავიახაზების შემოყვანა, პირდაპირი რეისების არსებობა ტურიზმის სექტორის წინსვლისთვის. ასევე, ვისაუბრეთ ეკოტურიზმის და მდგრადი ტურიზმის განვითარების მნიშვნელობაზე“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.