მარიამ ნარჩემაშვილი - საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან უკანონო პროცესების შესახებ საერთაშორისო პარტნიორები ქართული მხარის მიერ მუდმივად არიან ინფორმირებული
მარიამ ნარჩემაშვილი - საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან უკანონო პროცესების შესახებ საერთაშორისო პარტნიორები ქართული მხარის მიერ მუდმივად არიან ინფორმირებული

საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ე.წ. ბორდერიზაციის, უკანონო პროცესის გაგრძელება მიუღებელია და შემაშფოთებელია, – ამის შესახებ  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარიამ ნარჩემაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულის თაობაზე ქართული მხარის მიერ სართაშორისო პარტნიორები მუდმივად არიან ინფორმირებული. ამასთან, როგორც ნარჩემაშვილმა აღნიშნა, თბილისს სამუშაო ვიზიტით ჟენევის თანათავმჯდომარეები ეწვევიან და შეხვედრის დროს განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესი და ადამიანების უფლებათა დარღვევის შემთხვევები იქნება.

„ბუნებრივია, მიუღებელია და შემაშფოთებელია საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ე.წ. ბორდერიზაციის, უკანონო პროცესის გაგრძელება.   მსგავს ფაქტებს რომ პერიოდულად ხდება,  ეს რა თქმა უნდა, ადგილზე უსაფრთხოების გარემოს ხელს არ უწყობს. აღნიშნულის თაობაზე  ქართული მხარის მიერ მუდმივად არის ინფორმირებული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. მომდევნო კვირას თბილისს ვიზიტით ეწვევიან ჟენევის თანათავმჯდომარეები. ისინი შეხვედრებს გამართავენ მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროში და ბუნებრივია, ამ შეხვედრების დროს განხილვის ერთ- ერთი მთავარი საკითხი  როგორც ე.გ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესი, ასევე ადამიანების უფლებათა დარღვევის ის შემთხვევები,  რომლებიც ბოლო პერიოდში მოხდა, მათ შორის ჩვენი თანამემამულეების დაკავების უკანონო ფაქტები“, – განაცხადა მარიამ ნარჩემაშვილმა.