მარიამ მამადაშვილს მაყურებელი პოპულარულ ამერიკულ სერიალში იხილავს

2016 წლის საბავშვო ევროვიზიის ქართველ გამარჯვებულს, მარიამ მამადაშვილს მაყურებელი მალე პოპულარულ ამერიკულ სერიალში „შეთქმულება ამერიკის წინააღმდეგ“ (The Plot Against America), იხილავს.

სერიალი „ეიჩბიოუს“ (HBO) ეთერში გავა, პრემიერა კი 16 მარტს შედგება.

აღნიშნული სერიალის თიზერი უკვე გამოვიდა. მარიამ მამადაშვილს მასში კი პატარა როლი ექნება.

ფილიპ როთის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით გადაღებული დრამატული მინისერიალი შეერთებული შტატების ალტერნატიული ისტორიის შესახებ მოგვითხრობს.