მარიამ ლაშხი – მშვიდობა, დამხობა და რევოლუცია ერთად ვერ არსებობენ, დარწმუნებული ვარ, ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები, დაიცავენ მოსახლეობის ინტერესს და უსაფრთხოება იქნება უზრუნველყოფილი

00:39, 01.10.2025

დამხობის მცდელობები მათ დიდი ხანია აქვთ, თუმცა სახელმწიფო დგას მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მხარეს და შესაბამისად, სახელმწიფო დაიცავს ნებისმიერი მოსახლის, პირველ რიგში, მშვიდობის უზრუნველყოფას და უსაფრთხოების უზრუნველყოფას, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„ისინი, ვინც მოუწოდებენ და ასევე ისინი, ვინც მხარდაჭერას უცხადებს მსგავსი ტიპის განცხადებებს, ყველამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, ვინაიდან პირდაპირ მაგალითი და შედარება მინდა, გავაკეთო, ასე აანონსებდნენ მშვიდობის მაიდანიო და ჩვენ ვნახეთ, თავიდან ვითომ სამშვიდობო პროტესტი როგორ გადაიზარდა 100-ზე მეტ დაღუპულ ადამიანში და დღეს ვხედავთ, რომ ტერიტორიების დაკარგვით დასრულდა. ჩვენ ვხედავდით, როგორი იყო თუნდაც, ეგვიპტეში ეს მშვიდობიანი გაზაფხული, არაბული გაზაფხული და ვხედავთ, რა შედეგებამდე გავიდა. მშვიდობა, დამხობა და რევოლუცია ერთად ვერ არსებობს. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ, ვინც მსგავსი ტიპის განცხადებებს აკეთებს, პირველ რიგში, გადახედოს კიდევ ერთხელ სისხლის სამართლის კანონს და ნახოს, რა სასჯელია ყველა იმ განცხადებაზე და ქმედებებზე, რაც პირველ რიგში, სახელმწიფოს წინააღმდეგ იქნება მიმართული. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები, ისევე, როგორც აქამდე დაიცავენ ჩვენი მოსახლეობის ინტერესს და უსაფრთხოება იქნება უზრუნველყოფილი“, – განაცხადა ლაშხმა.

მარიამ ლაშხმა ასევე აღნიშნა, რომ სხვა არჩევნებისგან განსხვავებით, 2024 წლის არჩევნებზე იყო პროცესში მასიური საგარეო ჩართულობა.

„იყო დაფინანსებების ნაკადი, რომელსაც ჩვენ ვხედავდით, თუმცა ერთი არის განსასაზღვრი, რაც არ უნდა დაფინანსებები გააკეთონ იმ რადიკალურ მცირე ჯგუფებში, იქნება ეს სატელევიზიო მიმართულებით, თუ ნებისმიერი ტიპის არასამთავრობო ორგანიზაციებით, უნდა ახსოვდეთ, რომ უმრავლესობა არ დგას იქ. შესაბამისად, ეს ყველა ინვესტიცია არის ფუჭი და არის დროებითი, ვინაიდან საბოლოო ჯამში, იმარჯვებს უმრავლესობის ხმა, უმრავლესობის ხმა კი არის პირველ რიგში, მშვიდობაზე და იმ კეთილდღეობაზე, რომელსაც ფაქტობრივი შედეგებით ხედავენ“, – განაცხადა ლაშხმა.

მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლოში უამრავი გამამტყუნებელი განაჩენი იქნა გამოტანილი ყოფილი ხელისუფლების პირობებში ჩადენილ დანაშაულებებზე, „ქართული ოცნების“ პირობებში კი ოპოზიცია ვერც კი ბედავს, რამე ტიპის სარჩელით მიმართოს სტრასბურგის სასამართლოს, რადგან პასუხი იციან.

„ჩვენ უკვე ვნახეთ რამდენიმე ასეთი ტიპის გადაწყვეტილება, იქნებოდა ეს მელიას ქეისი, იქნებოდა ეს „რუსთავი 2“-ის, მედიის დარბევის საკითხი, თუ სხვა. ჩვენ ვნახეთ, რა პასუხი იქნა მიღებული“, – განაცხადა ლაშხმა.

როგორც მარიამ ლაშხმა აღნიშნა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არც ერთი ფაქტი არ დატოვა ისე, რომ 23-ე მუხლში არ იყოს გაწერილი, რაც არის, როგორც კონსტიტუციის წინააღმდეგ ქმედება, როგორც სამშობლოს ღალატი, იქნება ეს ტერიტორიული მთლიანობის მიმართულებით აქტივობები, თუ შუღლის გაღვივება.

„ყველაფერი ეს გვაძლევს საფუძველს, რომ ჩვენ საკონსტიტუციო სარჩელის შევიტანოთ და ასეც გავაკეთებთ. ამ დანაპირებს ჩვენს მოსახლეობასთან შევასრულებთ და პირველ რიგში, ჩვენ ველოდები, რომ ოპოზიცია და პოზიცია როდესაც იქნებიან ეთერში, ისაუბრებენ არა დამხობა-არდამხობის საკითხზე, რევოლუციაზე და ძალადობრივ ქმედებაზე, არამედ საუბარი იქნება განათლების, ეკონომიკის რეფორმაზე, რაც რეალურად ხალხს აინტერესებს და არა ის რევოლუციები, რაც არა ერთი გამოუვლია ჩვენს მოსახლეობას. თუნდაც ამას ვერ იაზრებენ, რომ ამ ხალხს მეხსიერება არ დაკარგვია და მათ ოჯახებზე გაიარა იმ ტკივილმა, რაც ჩვენ ზოგადად მტერთან მიმართებაში და რუსეთთან მიმართებაში გამოგვივლია, ასევე გამოგვივლია იმ სამწუხარო რეჟიმის პერიოდში, რაც მათი ხელისუფლების დროს იყო. ამ საკონსტიტუციო სარჩელის მთავარი მიზანი არის ის, რომ პოლიტიკური ცხოვრება გაჯანსაღდეს, პოლიტიკაში და საკანონმდებლო სივრცეში მიდიოდეს საუბარი ხალხის ინტერესზე დაფუძნებულ რეფორმებზე“, – განაცხადა ლაშხმა.

მარიამ ლაშხი ასევე გამოეხმაურა გადაცემაში სტუმრად მყოფი გიორგი ბარამიძის განცხადებებს.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ქართულ პოლიტიკაში და მით უმეტეს, საზოგადოებრივ მაუწყებელზე მსგავს ტიპებს აქვთ ეთერი და სამწუხაროა იმ ყველაფრის მოსმენა, რაც დღეს ვისმინეთ განსაკუთრებით, იმ უტიფრობის დონეზე, როცა ვისმინეთ ტერმინები, თუნდაც რუსეთთან დაკავშირებით, თურმე, რუსულ საქმეს ვაკეთებთ და ფაქტობრივი გამოსახულებით, სხვა არაფერს რომ არ შევხედოთ, გარდა ოკუპაციისა, ჩვენ ვნახეთ, რომ სახელმწიფო ქონებების 80%-ზე მეტი იყო ომის მერე გადაფორმებული რუსეთზე და ერთ-ერთი ძირითადი მიღწევა, რაც „ქართულ ოცნებას“ 13 წლის განმავლობაში ჰქონდა, იყო ის, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესი დავიცავით და დავიბრუნეთ ის სახელმწიფო მნიშვნელობის სტრატეგიული ობიექტები“, – განაცხადა ლაშხმა.

მსგავსი