მარიამ კუბლაშვილი - ჩვენ მოვითხოვთ სუს-ის მიერ გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერის შემოწმებას და ალტერნატიულ თარგმანს
მარიამ კუბლაშვილი - ჩვენ მოვითხოვთ სუს-ის მიერ გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერის შემოწმებას და ალტერნატიულ თარგმანს

ჩვენ აუცილებლად შევამოწმებთ და მოვითხოვთ ჩანაწერის ავთენტურობას, შევამოწმებთ რამდენად არის უწყვეტი და მოვითხოვთ ალტერნატიულ თარგმანს, – ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკთხვაზე შესვლამდე განაცხადა.

მარიამ კუბლაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად მივიდა. ადვოკატის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მალხაზ მაჩალიკაშვილის დასაკავებლად არ არსებობს არანაირი მტკიცებულება.

„გამორიცხული არ არის, რომ მოხდეს მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკავება, თუმცა ჩემი შინაგანი რწმენა და მოლოდინი მაქვს, რომ მას არ დააკავებენ. იმ მტკიცებულებების გათვალისწინებით რაც ვნახეთ და იმის გათვალისწინებით რაზეც მაქვს ინფორმაცია, მაჩალიკაშვილის დაკავების ალბათობა არ არსებობს.

ჩვენ სამართალდამცველებისგან მოვითხოვთ ყველა მტკიცებულებას, შევაფასებთ ამ მტკიცებულებს, მათ ავთენტურობას და წარმომავლობას. აუცილებლად შემოწმდება ჩანაწერი რამდენად უწყვეტია, რამდენად სწორი თარგმანია, რამდრნად ვეთანხმებით ამ თარგმანს და მოვითხოვთ ალტერნატიულ თარგმანს“, – განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება.