მარიამ ხაჭვანი ახალ პროექტზე მუშაობას პარიზში განაგრძობს
მარიამ ხაჭვანი ახალ პროექტზე მუშაობას პარიზში განაგრძობს

რეჟისორი მარიამ ხაჭვანი მის ახალ პროექტზე „ნენე” მუშაობას პარიზში განაგრძობს. ახალგაზრდა ქართველი რეჟისორი კანის კინოფესტივალმა რეზიდენციის პროგრამისთვის Cinefondation შეარჩია.

მარიამი ექვსი თვის მანძილზე პარიზში იცხოვრებს და შესაძლებლობა ექნება დაესწროს ცნობილი კინემატოგრაფისტების მასტერკლასებს. შარშან ამავე პროგრამაში Cinefondation რატი წითელაძე მონაწილეობდა პროექტით „ცარიელი სახლი”.

მარიამ ხაჭვანის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი „დედე” ეკრანებზე 2018 წელს გამოვიდა.

ფილმის მსოფლიო პრემიერა კარლოვი ვარის კინოფესტივალზე შედგა, სადაც ჟიურის სპეციალური ჯილდო დაიმსახურა. „დედეს” ასევე აქვს აღებული იუნესკო-ს კულტურული მრავალფეროვნების ჯილდო აზია – წყნარი ოკეანის დაჯილდოვების ცერემონიალზე.