მარიამ ჯიშკარიანი - საქმე გვაქვს ფარსთან, თუ იქნება მიხეილ სააკაშვილის ნებართვა, გვექნება შესაძლებლობა, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა შევაფასოთ
მარიამ ჯიშკარიანი - საქმე გვაქვს ფარსთან, თუ იქნება მიხეილ სააკაშვილის ნებართვა, გვექნება შესაძლებლობა, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა შევაფასოთ

საქმე გვაქვს ფარსთან, ჩვენც გვექნება შესაძლებლობა სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის შეფასების, თუ იქნება მიხეილ სააკაშვილის ნებართვა, – ამის შესახებ ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა.

ჯიშკარიანი გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის ბრიფინგს, სადაც მინისტრმა განაცხადა, რომ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიის“ დიაგნოზები არ არის სარწმუნო და უტყუარი.

„ჯერ სამხარაულის დასკვნას არ გავცნობილვარ და ჩვენც მოვამზადებთ სამხარაულის დასკვნის დასკვნას. იუსტიციის მინისტრმა სრული აბსურდი განაცხადა ორი მიმართულებით: ნევროლოგიური და გასტროენტეროლოგიური თვალსაზრისით ემთხვევა იუსტიციის სამინისტროს, „ვივამედის“ და გორის ჰოსპიტალის დიაგნოზებს. შესაბამისად, როგორ არის შეცდომით? მაშინ გამოდის, რომ ყველა დიაგნოზი, რაც დასმული აქვს მიხეილ სააკაშვილს ნევროლოგიური თუ გასტროენტეროლოგიური მიმართულებით „ვივამედის“ კლინიკაში, ყოფილა არასწორი. რაც შეეხება ფსიქიატრიას. ფსიქიატრიაში ჩვენი დასკვნა სრულიად გამართულია, დოკუმენტაციაზე დაყრდნობილი, მას იზიარებს როგორც ამერიკის შეერთებული შტატები და სასამართლო ფსიქიატრი, ასევე კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი.

რაც შეეხება სამხარაულის ორღობის ექსპერტიზას, რამენაირად, ცენტრი „ემპათიის“ ექსპერტიზა ჯობია და საერთოდ ვერ გავიგეთ, ცოცხალი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება და ფსიქიატრიული სტატუსის შეფასება დოკუმენტაციით როგორ მოახერხეს, როგორ გამოიტანეს თავიანთი ვარაუდები. ესეც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს და კანონმდებლობას. ჩვენ საქმე გვაქვს ფარსთან, ეჭვს იწვევს ეს იურიდიული საფუძვლები. ჩვენც გვექნება შესაძლებლობა სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის შეფასების, თუ იქნება მიხეილ სააკაშვილის ნებართვა“, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.