მარიამ ჯაში მარიხუანას შესახებ ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ნაჩქარევსა და რისკების შემცველს უწოდებს
მარიამ ჯაში მარიხუანას შესახებ ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ნაჩქარევსა და რისკების შემცველს უწოდებს

აბსოლუტურად ვიზიარებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციას, რომ მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებული რეგულაციები გამკაცრდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მარიამ ჯაშმა განაცხადა.

როგორც მარიამ ჯაშმა აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივა ორ ძირითად კომპონენტს მოიცავს, პირველი და უმთავრესი რეგულაციების გამკაცრებაა, რომელიც დღეს არსებულ საკანონმდებლო ვაკუუმში აუცილებელი პირობაა.

„აბსოლუტურად ვიზიარებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციას, რომ მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებული რეგულაციები გამკაცრდეს, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ საპასუხო ზომაა. მეორე კომპონენტი, რომელსაც დეტალურად ჯერ არ ვიცნობთ, რამდენადაც ჯერ ფორმალურად საკანონმდებლო ინიციატივის საზოგადოებისთვის გაცნობა არ მომხდარა და ჩვენთვისაც არაერთი დეტალი უცნობია. რაც ეხება რეგულაციებს, რომლითაც შესაძლებელია საქართველოში კანაფის ნედლეულის წარმოება და შემდგომი ექსპორტი, ვფიქრობ, ვიდრე ჩემთვის დეტალურად არ იქნება ცნობილი ყველა არგუმენტი, ეს ინიციატივა არის ნაჩქარევი და რისკებს შეიცავს”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მისივე თქმით, ჩრდილოვან ეკონომიკაში რეგულირების პირობებშიც კი, გარკვეული ნარკოტიკული საშუალებების და ნედლეულის მოხვედრა შიდა რისკია.

„ასევე, უნდა გავითვალისწინოთ ოკუპაციის რეჟიმთან დაკავშირებული რისკები. ოკუპაციის რეჟიმში აღსრულების მექანიზმებთან დაკავშირებით ბუნებრივია, რისკები რჩება”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

დატოვე კომენტარი