მარიამ ჯაში - უშუალოდ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ დოკუმენტზე საბოლოო პოზიციას ჩვენი ფრაქცია ხვალ დავაფიქსირებთ
მარიამ ჯაში - უშუალოდ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ დოკუმენტზე საბოლოო პოზიციას ჩვენი ფრაქცია ხვალ დავაფიქსირებთ

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარის მარიამ ჯაშის განცხადებით, მისასალმებელია, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დიალოგში მონაწილე პრაქტიკულად ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, კონსენსუსს მიაღწია.

მისივე თქმით, თითქმის ყველა საკითხი, რომელზეც დღეს მხარეები შეთანხმდნენ, მათთვის მისაღებია.

თუმცა, ჯაშის განმარტებით, სავალდებულო საყოველთაო არჩევნების საკითხი დღის წესრიგში არ დგას და არ იქნა გათვალისწინებული.

მარიამ ჯაში ამბობს, რომ მის ფრაქციას სჭირდება დამატებითი დრო, ხვალ საღამომდე, რათა დააფიქსირონ საბოლოო პოზიცია, უერთდებიან თუ არა მემორანდუმს, რომელიც უშაუალოდ საარჩევნო სისტემის ელემენტებს ეხება.

„ორ დოკუმენტთან დაკავშირებით მოხდა დღეს შეთანხება, ერთი ეხება უშაუალოდ იმ საარჩევნო სისტემის ელემენტებს, რომლითაც უნდა ჩატარდეს 2020
წლის არჩევნები. ჩვენ ამ დოკუმენტთან დაკავშირებით ხვალ დავაფიქსირებთ საბოლოო პოზიციას. რაც შეეხება მეორე დოკუმენტს, რომელიც ეხება პოლიტიკური გარემოს გაჯანსაღებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, ზოგადი პოლიტიკური დეკლარაციის დოკუმენტია, რომელსაც, როგორც დამოუკიდებლმა დეპუტატმა, პირადად მე ხელი მივაწერე და დიდი იმედი მაქვს, რომ ამ
დოკუმენტს შემოუერთდებიან ჩემი სხვა კოლეგებიც. ჩვენი ფრაქციის პრინციპიდან გამომდინარე, ვინაიდან ჩვენ ვართ დამოუკიდებელი დეპუტატების ერთობა, საჭიროა სრული კონსესუსი ასეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. ხვალ დღის ბოლომდე მოგაწვდით ჩვენს საბოლოო პოზიციას. მისასალმებელია რომ ზოგადად პოლიტიკური კონსენსუსი იქნა მიღებული“,- განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მმართველი გუნდი და ოპოზიცია 120/30-ის მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და უმრავლესობის დასაკომპლექტებელ 40-პროცენტიან ბარიერზე შეთანხმდნენ.