მარიამ ჯაში - თუკი „ქართულ ოცნებას“ რეალურად აქვს პოლიტიკური ნება, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდეს, ჩვენი ფრაქცია მხარს დაუჭერს
მარიამ ჯაში - თუკი „ქართულ ოცნებას“ რეალურად აქვს პოლიტიკური ნება, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდეს, ჩვენი ფრაქცია მხარს დაუჭერს

არ უნდა მივცეთ საშუალება არც მმართველ ძალას და არც რომელიმე ოპოზიციურ პარტიას, რომ საკონსტიტუციო შეთანხმება ცვლილებების თაობაზე არ იყოს მხარდაჭერილი, – ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა განაცხადა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, თუკი „ქართულ ოცნებას“ რეალურად აქვს პოლიტიკური ნება, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდეს, მას ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ მხარდაჭერა ექნება.

„თუკი „ქართულ ოცნებას“ რეალურად აქვს პოლიტიკური ნება, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდეს და თუკი სავალდებულო არჩევნების საკითხი იქნება განხილული დისკუსიის ფორმატში, ჩვენი ფრაქცია დაუჭერს მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს. ჩვენ არ უნდა მივცეთ საშუალება არც მმართველ ძალას და არც რომელიმე ოპოზიციურ პარტიას, რომ საკონსტიტუციო შეთანხმება ცვლილებების თაობაზე არ იყოს მხარდაჭერილი. რაც შეეხება შეთანხმების მეორე ნაწილს, ჩვენი ფრაქცია არც 8 მარტამდე ჩართულა პოლიტიკური ჩრდილით მიმდინარე სისხლის სამართლებრივი საქმეების განხილვაში, არც ახლა გეგმავს აქტიურად ამ თემაში მონაწილეობას, რადგან ეს არის ჩიხი, რომელიც შექმნა ხელისუფლებამ და ხელისუფლებამ უნდა იპოვოს გამოსავალი. რაც შეეხება შესაძლო გამოსავლებს, ვფიქრობ, რომ გარდა პრეზიდენტის უფლებამოსილებისა, შეიძლება იყოს განხილული ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისადმი მიმართვა. არსებობს პრეცედენტები, როდესაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დამოუკიდებელ ექსპერტებს გამოყოფს მსგავსი შემთხვევების შესასწავლად, რომ იქნეს უარყოფილი ან დადასტურებული პოლიტიკური პატიმრების სტატუსი“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.