მარიამ ჯაში „შინდისის გმირების“ შემოქმედებით ჯგუფს შეხვდა
მარიამ ჯაში „შინდისის გმირების“ შემოქმედებით ჯგუფს შეხვდა

პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშსა და ფილმ „შინდისის გმირების“ შემოქმედებით ჯგუფს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

მარიამ ჯაშის თქმით, ლოს ანჯელესში იგეგმება შვიდი პრეზენტაცია და კამპანია ფილმის პოპულარიზაციისთვის.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია ბიზნესის ჩართულობაც, რადგან აღნიშნული კამპანია დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

მარიამ ჯაში იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ისტორია და მათზე შექმნილი ფილმი საპატიო ადგილს დაიკავებს ოსკარის ცერემონიაზე.

„განვიხილეთ ლოს ანჯელესში დაგეგმილი კამპანია, რომელიც მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება, თუმცა გვჭირდება მაქსიმალური მობილიზაცია, როგორც კინოინდუსტრიის წარმომადგენლებისგან, ისე მედიის და ჩვენი დიასპორის ჩართულობით. ჩვენ ვეცდებით, მაქსიმალური მხარდაჭერა ჰქონდეს ფილმის პრომოუშენს ლოს ანჯელესში“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.