მარიამ ჯაში - შევძლებთ, დავარწმუნოთ აზერბაიჯანელი კოლეგები, რამდენად მნიშვნელოვანია დავით გარეჯი საქართველოსთვის
მარიამ ჯაში - შევძლებთ, დავარწმუნოთ აზერბაიჯანელი კოლეგები, რამდენად მნიშვნელოვანია დავით გარეჯი საქართველოსთვის

საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში იმედოვნებს, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებით გამოსავალი მალე იქნება ნაპოვნი.

როგორც მარიამ ჯაშმა განაცხადა, დავით გარეჯის საკითხზე კომისიამ მუშაობა უკვე დაიწყო.

„ურთულესი საკითხია, რაც უკავშირება საქართველოს უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის უსაფრთხოებისა და დაცვის თემას, მეორე მხრივ კი, სტრატეგიულ და მეგობრულ თანამშრომლობას აზერბაიჯანთან. დიდი იმედი მაქვს, რომ გამოსავლის გზას ვიპოვით. დარწმუნებული ვარ, საგარეო უწყება საპატრიარქოსთან ხაზზე იქნება. რთულია, კონკრეტული პასუხის გაცემა კითხვაზე, რატომ ჩქარობს აზერბაიჯანული მხარე. რამდენადაც აზერბაიჯანული მხარისგან არის ცნობილი, მათთვის გეოგრაფიული ლოკაციის თვალსაზრისით ითვლება არეალი სტრატეგიულად, თუმცა ჩვენ ჩვენი დიპლომატიური და სტრატეგიული ურთიერთობების ფარგლებში შევძლებთ, დავარწმუნოთ აზერბაიჯანელი კოლეგები, რამდენად მნიშვნელოვანია, კულტურული მემკვიდრეობის კუთხით დავით გარეჯის კომპლექსი საქართველოსთვის. დიდ იმედს ვიტოვებ, რომ აღნიშნული საკითხის გადაჭრა იქნება გამოძებნილი“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.