მარიამ ჯაში - საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი უნდა დავუჭიროთ, არავის არ უნდა მივცეთ უფლება, რომ ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი შეთანხმება ჩავარდეს
მარიამ ჯაში - საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი უნდა დავუჭიროთ, არავის არ უნდა მივცეთ უფლება, რომ ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი შეთანხმება ჩავარდეს

საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი უნდა დავუჭიროთ, რადგან არ მივცეთ უფლება არც „ქართულ ოცნებას“ და არც რომელიმე ოპოზიციურ პარტიას, ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი შეთანხმება ჩავარდეს, – ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

„დღემდე ჩვენი ფრაქციის პოზიცია იყო, რომ სავალდებულო არჩევნების განხილვის პირობით მხარს ვუჭერდით საკონსტიტუციო ცვლილებებს, ჩვენ გვექნება დამატებითი განხილვა, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ფრაქციის პოზიცია შეიცვლება. პირველ რიგში, ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებს, რადგან არ მივცეთ უფლება არც „ქართულ ოცნებას“ და არც რომელიმე ოპოზიციურ პარტიას, რომ ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი შეთანხმება ჩავარდეს“,-განაცხადა მარიამ ჯაშმა.