მარიამ ჯაში - საკონსტიტუციო ცვლილებებს ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ 100-პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს გარანტირებული
მარიამ ჯაში - საკონსტიტუციო ცვლილებებს ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ 100-პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს გარანტირებული

პარლამენტის ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე მარიამ ჯაში აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მათი ფრაქციიდან შვიდი ხმა, ანუ 100 პროცენტიანი მხარდაჭერა გარანტირებული აქვს.

„სიამოვნებით გიდასტურებთ, რომ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ მხრიდან შვიდი ხმა ანუ 100-პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს გარანტირებული საკონსტიტუციო ცვლილებებს. ხმები იქნება საკმარისი დამოუკიდებელი დეპუტატების და ორი ფრაქციის მონაწილეობით, რომ განხორციელდეს ეს ცვლილებები და შესაბამისად, 21 ივნისის სხდომა იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი“, – განაცახადა დეპუტატმა.

მისივე თქმით, უერთდება საქართველოში პოლიტიკური დიალოგის მონაწილე ელჩების ერთობლივ განცხადებას.

„ვუერთდები დიპლომატიური კორპუსის განცხადებას, რომ მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი გუნდის წევრის მხარდაჭერის საპირწონედ ორი საპარლამენტო ფრაქცია არ აპირებს მონაწილეობის მიღებას, იმდენად მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო ცვლილებები, რომ უაღრესად მისასალმებელი იქნება თუკი, უფრო ფართო სპექტრით მოხდება მონაწილეობა საკონსტიტუციო ცვლილებებში.

8 მარტის შეთანხმება ორი კომპონენტისგან შედგებოდა, პირველი გახლდათ უშუალოდ საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით შეთანხმება და მეორე იყო დეკლარაციული ტიპის დოკუმენტი, რომელიც ზოგადად მოუწოდებდა ხელისუფლებას, რომ პოლიტიკური ზეგავლენისგან ყოფილიყო სასამართლო სისტემა თავისუფალი, არა მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში, არამედ არჩევნებს შორისაც“, – განაცხადა მარიამ ჯაშ​მა.

დატოვე კომენტარი