მარიამ ჯაში - საკონსტიტუციო ცვლილებებს ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატებიდან“ ექვსი ხმა გარანტირებული აქვს
მარიამ ჯაში - საკონსტიტუციო ცვლილებებს ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატებიდან“ ექვსი ხმა გარანტირებული აქვს

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე მარიამ ჯაში აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მათი ფრაქციიდან ექვსი ხმა გარანტირებული აქვს.

როგორც ჟურნალისტებს ჯაშმა განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ მათი მთავარი მოთხოვნა სავალდებულო არჩევნებთან დაკავშირებით კონსტიტუციურ პროექტში არ იქნა გათვალისწინებული, იქედან გამომდინარე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის აღნიშნული ცვლილებების ბოლომდე მიყვანა, მისი ფრაქცია ინიციატივას მხარს დაუჭერს.

„ჩვენი ფრაქციის მხრიდან ექვსი ხმა არის გარანტირებული და იმედი გვაქვს, როგორც „ქართული ოცნება“, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატები და ორი ფრაქცია მხარს დაუჭერენ აღნიშნულ პროცესს.

პარლამენტში სხვა პოლიტიკურ ფრაქციებსა და ჯგუფებსაც მოვუწოდებდით, საქართველოში თავისუფლებისა და დემოკრატიის განმტკიცების გზაზე აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები უაღრესად მნიშვნელოვანია.

ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი რეფორმა საქართველოსთვის, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ჩვენი მოსახლეობის ხმა უფრო პროპორციულად იყოს ასახული პარლამენტის შემადგენლობაში. ეს არის პროცესი, რომლის ფარგლებშიც პოლიტიკური ამბიციები უნდა იყოს გადადებული“, – განაცხადა ჯაშმა.

დატოვე კომენტარი