მარიამ ჯაში - სახელმწიფომ განათლების სექტორში უპრეცედენტო მასშტაბის რეფორმების განხორციელება დაიწყო
მარიამ ჯაში - სახელმწიფომ განათლების სექტორში უპრეცედენტო მასშტაბის რეფორმების განხორციელება დაიწყო

მინისტრთა კაბინეტის წევრობის კანდიდატებთან შეხვედრისას განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს კითხვით მიმართა, გაგრძელდება თუ არა რეფორმები განათლების სისტემაში.

მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფომ დააანონსა და დაიწყო განხორციელება უპრეცედენტო მასშტაბის რეფორმებისა განათლების სექტორში, როგორც ადამიანური კაპიტალის განვითარების, ასევე განათლების სექტორში შრომითი უფლებების გაუმჯობესების კუთხით

„ეს არის ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილება, რომელსაც აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტის დონეზე ჩვენი შეხვედრების ფორმატში დადებითად აფასებს არა მხოლოდ აკადემიური სექტორი პედაგოგიური კორპუსი, არამედ ჩვენი საზოგადოების თითოეული წევრი“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მან გიორგი გახარიას ასევე გადასცა საზოგადოების თხოვნა იმის თაობაზე, რომ საბავშვო ბაღებში, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში შრომითი ანაზღაურების და შრომითი პირობების გაუმჯობესების კუთხით მნიშვნელოვანი, დადებითი ცვლილებების დიდი მოლოდინი აქვთ.

მარიამ ჯაშმა ასევე აღნიშნა, რომ 2022 წლისთვის დაგეგმილია მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტიანი ზრდა განათლების სექტორისთვის განსაზღვრული რესურსების და ბიუჯეტის 25 პროცენტამდე მიმართვა განათლების მიმართულებით, მან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს კითხვა დაუსვა აღნიშნული რეფორმის გაგრძელებასთან დაკავშირებით მისი ხედვის თაობაზე.