მარიამ ჯაში - საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა, განსაკუთრებით ფინანსური, დაკავშირებულია როგორც დემოკრატიული ინსტიტუტების, ასევე კონკრეტული რეფორმების განხორციელებასთან
მარიამ ჯაში - საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა, განსაკუთრებით ფინანსური, დაკავშირებულია როგორც დემოკრატიული ინსტიტუტების, ასევე კონკრეტული რეფორმების განხორციელებასთან

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე მარიამ ჯაშის განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა, განსაკუთრებით ფინანსური, უშუალოდ არის დაკავშირებული როგორც დემოკრატიული ინსტიტუტების, ასევე კონკრეტული რეფორმების განხორციელებასთან.

„საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა, განსაკუთრებით ფინანსური მხარდაჭერა უშუალოდ არის დაკავშირებული როგორც დემოკრატიული ინსტიტუტების, ასევე კონკრეტული რეფორმების განხორციელებასთან. ამდენად მე არ გამოვრიცხავ, რომ ევროკავშირის დაფინანსების წინაპირობებში ჩადგეს რომელიმე პუნქტი, თუმცა მსგავსი პრაქტიკა რეალურად არსებობს განსაკუთრებით, ევროკავშირის საგრანტო რესურსების მობილიზაციის თვალსაზრისით, ამდენად დაველოდოთ შემდგომ განცხადებებს“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მარიამ ჯაში ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და ევროპარლამენტარის, ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც 8 მარტის შეთანხმებას ეხება.