მარიამ ჯაში - პროპორციული არჩევნების გადმოწევა ნოემბერში „ქართულმა ოცნებამ“ ჩააგდო
მარიამ ჯაში - პროპორციული არჩევნების გადმოწევა ნოემბერში „ქართულმა ოცნებამ“ ჩააგდო

სიმართლეს უნდა შევხედოთ თვალებში, ნოემბერში პროპორციული არჩევნების გადმოწევა ჩააგდო „ქართულმა ოცნებამ“, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა საქართველოს პირველი არხის ეთერში, საკონსტიტუციო პროექტის განხილვის დროს განაცხადა.

მისი თქმით, თუ ინიციატივა კიდევ ერთხელ ჩავარდა, ეს იქნება არამხოლოდ „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“, არამედ „ქართული ოცნების“ ბრალიც.

„თუ კიდევ ერთხელ ჩავარდება აღნიშნული ინიციატივა, ეს იქნება არამხოლოდ „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალი, არამედ „ქართული ოცნების“ ბრალი და რატომ – „ქართულ ოცნებას“ საკუთარი მანდატებით და დამოუკიდებელი დეპუტატების, ჩვენი ფრაქციის, პატრიოტების და სოციალ-დემოკრატების მობილიზების შედეგად შეუძლია 113 ხმის მობილიზება. ამიტომ, თუ ჩავარდება, არ იქნება მხოლოდ „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალი. მინდა, ეს დაგიდასტუროთ, რადგან აქ „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობის გაქცევა შეუძლებელი იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ 93 მანდატთან ერთად, 20 ხმის მობილიზება შესაძლებელია. 12 ხმა პრაქტიკულად გარანტირებული გვაქვს, საჯაროდ ვაცხადებთ ამ პირობას და დამატებით 8 დეპუტატიც, ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, გვაქვს კონსულტაცია ჩვენს ყოფილ თანაგუნდელებთან და დარწმუნებული ვარ, რომ შესაძლებელია, თუ თქვენ ნამდვილად გაქვთ პოლიტიკური ნება ცვლილებების“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.