მარიამ ჯაში - პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად ვმუშაობთ, რათა პედიატრიული ონკოლოგიის სერვისები გაუმჯობესდეს
მარიამ ჯაში - პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად ვმუშაობთ, რათა პედიატრიული ონკოლოგიის სერვისები გაუმჯობესდეს

2020 წლიდან შესაძლებელია, მნიშვნელოვნად გაიზარდოს ბავშვთა ონკოლოგიისთვის განსაზღვრული ფინანსური რესურსები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს განათლების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა განუცხადა.

მისივე თქმით, მუშაობა მიმდინარეობს როგორც საქართველოში მკურნალობის მხრივ, ასევე იმ მიმართულებით, რომ მაქსიმალურად გაძლიერდეს საერთაშორისო თანამშრომლობა, საქართველოში შეიქმნას თანამედროვე სტანდარტების დიაგნოსტიკური და სამკურნალო შესაძლებლობები.

როგორც ჯაშმა აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და მის გუნდთან ერთად, თავად არის ჩართული პედიატრიული ონკოლოგიის სერვისის გაუმჯობესების კუთხით მიმდინარე მუშაობაში.

„ბუნებრივია, ჯანდაცვის უწყებაც იქნება აქტიურად ჩართული და იმედი გვაქვს, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში გადაიჭრება ბავშვთა ონკოლოგიის საკითხი. ჩვენი საბოლოო მიზანია, რომ არც ერთ ბავშვს აღარ დასჭირდეს საზღვარგარეთ მკურნალობა, როგორც დიაგნოსტიკური, ასევე სხვა სამკურნალო ინტერვენციები. საქართველოში არის შესაძლებლობა, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად შეიქმნას მძლავრი, ხარისხიანი პედიატრიული ონკოლოგიის ცენტრი და სწორედ ამ მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა“, – აღნიშნა მარიამ ჯაშმა.