მარიამ ჯაში - პირველ კლასში მოსწავლის მიღების ასაკის ხისტად გახანგრძლივება პრობლემებს შექმნის 
მარიამ ჯაში - პირველ კლასში მოსწავლის მიღების ასაკის ხისტად გახანგრძლივება პრობლემებს შექმნის 

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში კოლეგის, გენადი მარგველაშვილის ინიციატივას ეხმაურება, რომ პირველ კლასში მიიღონ ყველა ბავშვი, ვინც იმ წლის ბოლომდე ხდება ექვსი წლის. მარიამ ჯაში აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილების ხისტად მიღება პრობლემებს შექმნის.

„სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული პრაქტიკაა – უმეტეს ქვეყნებში სასწავლო წლის დაწყების ასაკი ექვსი წელია. თუმცა მათგან უმრავლესობაში საგამონაკლისო წესებია. დღეს ჩვენ ხისტად, რომ მივიღოთ ეს გადაწყვეტილება და სასკოლო ასაკი გავახანგრძლივოთ, ერთი მხრივ, პრობლემები შეგვექმნება სასკოლო მზაობასთან დაკავშირებით, მეორე მხრივ, დღეს არსებული სასკოლო ინფრასტრუქტურა არ მოგვცემს საშულებას, დაწყებით კლასებში დამატებით 15 და 20 ათასი ბავშვი მივიღოთ“, – აღნიშნა მარიამ ჯაშმა.