მარიამ ჯაში - ნებისმიერი ნაბიჯი, რომელსაც დავით მაღრაძე გადადგამს, იქნება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე
მარიამ ჯაში - ნებისმიერი ნაბიჯი, რომელსაც დავით მაღრაძე გადადგამს, იქნება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე

ნამდვილად ვიცი, რომ ნებისმიერი ნაბიჯი, რომელსაც დავით მაღრაძე გადადგამს, იქნება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და ვფიქრობ, მათ ექნებათ ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვების შესაძლებლობა, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა დავით მაღრაძის პოლიტიკურ მომავალსა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „დაიცავი საქართველოს” შანსებზე საუბრისას განაცხადა.

„ვადასტურებ ჩემს სიმპათიას ბატონი დავითის მოღვაწეობის მიმართ. ნამდვილად ვიცი, რომ ნებისმიერი ნაბიჯი რომელსაც ის გადადგამს, იქნება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და ვფიქრობ, მათ ექნებათ ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვების შესაძლებლობა.

ჩემს ყველა კოლეგას ეროვნული სახელმწიფოებრივი საქმის ხელშეწყობის გზაზე მინდა, ვუსურვო წარმატება. ვფიქრობ, რომ ქვეყანას სჭირდება დაბალანსებული, არაპოლარიზებული პოლიტიკა და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე უფრო ფართო პოლიტიკური სპექტრი. ვფიქრობ, ეს მხოლოდ და მხოლოდ ხელს შეუწყობს ქვეყნის გრძელვადიან განვითარებას”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

„დაიცავი საქართველო“ 13 აპრილს შეკრებას მართავს. დავით მაღრაძემ შეკრებაზე დასწრებისკენ იმ ადამიანებს მოუწოდა, ვისაც მიაჩნია, რომ „ოცნებასა“ და „ნაციონალებს“ შორის მორალური ზღვარი წაიშალა და დაპირისპირებას აღარ აქვს ღირებულებითი საფუძველი.