მარიამ ჯაში - მნიშვნელოვანია, პარლამენტის შენობას მივცეთ ის ფუნქცია, რომელიც რეგიონისთვის ბევრად საინტერესო და მიმზიდველი იქნება
მარიამ ჯაში - მნიშვნელოვანია, პარლამენტის შენობას მივცეთ ის ფუნქცია, რომელიც რეგიონისთვის ბევრად საინტერესო და მიმზიდველი იქნება

მნიშვნელოვანია, პარლამენტის შენობას მივცეთ ის ფუნქცია, რომელიც რეგიონისთვის ბევრად საინტერესო და მიმზიდველი იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა განაცხადა.

„პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილება არის, რომ მოხდეს კონცენტრირება საპარლამენტო მმართველობისა და ყოველდღიური მუშაობის. ეს არის ყოველდღიური პოლიტიკური მმართველობის თვალსაზრისით გამართლებული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის შენობას მივცეთ ის ფუნქცია, რომელიც იქნება ბევრად უფრო საინტერესო და მიმზიდველი რეგიონისთვის. არის არაერთი ალტერნატივა, ჩვენ ვიმსჯელებთ ამ
ალტერნატივებზე და, ბუნებრივია, საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

პარლამენტი 2019 წლის 1-ელი იანვრიდან სრულად გადმოდის თბილისში.